სკოლას ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი როლი აქვს ,ადამიანს ყველაზე მეტი სიხარეული, ტანჯვა და სამეგობრო ურთიერთობები სკოლასთან აკავშირებს.კითხეთ თქვენს მშობლებს ნათესავებს და ასაკში შესულ ადამიანებს,მათი საუკეთესო დრეის შესახებ ისინი აუცილებლად სკოლის პერიოდს დაგისახელებენ არაფერი სჯობს გაკვეთილზე მეგობრებთან ერთად ჯდომას, ხან მასწავლებელს აწვალებ, ხანაც საინტერესო გაკვეტილს ყურადღებით უსმენ და შენს მეგობრებთან ერთად მსჯელობ მასზე. ალბათ ყველას გახსოვთ ის დღე როდესაც პირველად შეაბიჯეთ სკოლაში, მე პირედად ეს დგე გუშინდელი დღესავით მახსოვს... თავიდან ძალიან მომწონდა სკოლაში სიარული თუმცა ცოტა რომ წამოვიზარდე შემდეგ აზრი რადიკალურად შემეცვალა ალბათ ესე იყავით თქვენც ნატრობდით მალე გაზრდილიყავით და სკოლა მალე დაგემთავრებინათ, მაგრამ არაფერი სჯობს ბავშობას და სკოლაში სიარულს, მიუხედავად იმისა რომ მას ბევრი ნერვიულობა და ბევრი გაკვეთილი სდევს თან. როცა სკოლას ამთავრებ შენ აღარ ხარ ბავშვი და საკუთარ თავზე მოვალეობების აღებაც გიწევს.მე პირადად მერვე კლასელი ვარ და მომწონს სკოლაში სიარული იიტომ რო ჩემიმეგობრები აქ არიან მათთან ძალიან კარგ დროს ვატარებ...
Friday, September 12, 2014
Monday, August 11, 2014
მეგობრობა
https://www.facebook.com/photo.php?v=351136058371749&set=vb.314671388684883&type=2&theater
მეგობრობა — პოზიტიური ურთიერთობა, დამოკიდებულება და გრძნობა ორ ან მეტ ადამიანს შორის, რაც ერთმანეთის მიმართ სიმპათიასა და ნდობაში გამოიხატება. ერთმანეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულების მქონე ცალკეულ პირს მეგობარი ეწოდება. მეგობრობა, როგორც წესი, დამყარებულია მეგობრულ სიყვარულზე, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე, ასევე ხშირად საერთო ინტერესებზე. გადატანითი მნიშვნელობით მეგობრობის სახელით მოიხსენიებენ აგრეთვე ორგანიზაციების, ქვეყნებისა ან ეროვნებათა კარგ ურთიერთობებს (მაგალითად, კავკასიელ ხალხთა მეგობრობა).
მეგობრობა — პოზიტიური ურთიერთობა, დამოკიდებულება და გრძნობა ორ ან მეტ ადამიანს შორის, რაც ერთმანეთის მიმართ სიმპათიასა და ნდობაში გამოიხატება. ერთმანეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულების მქონე ცალკეულ პირს მეგობარი ეწოდება. მეგობრობა, როგორც წესი, დამყარებულია მეგობრულ სიყვარულზე, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე, ასევე ხშირად საერთო ინტერესებზე. გადატანითი მნიშვნელობით მეგობრობის სახელით მოიხსენიებენ აგრეთვე ორგანიზაციების, ქვეყნებისა ან ეროვნებათა კარგ ურთიერთობებს (მაგალითად, კავკასიელ ხალხთა მეგობრობა).
Wednesday, April 23, 2014
ბრწყინვალე დღესასწაული აღდგომა
აღდგომა — უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტესმკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ IV საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეისპირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას,

ნაწამები იესო ქრისტე
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესსასწაულს!
Thursday, April 10, 2014
9 აპრილი

თვითმყოფადობას მონატრებული უამრავი ადამიანი შეკრებილა. ლექსით, სიმღერითა
და ცეკვით ესახებოდათ სანუკვარი სამშობლოს განთავისუფლება. მაგრამ მტერი
ასე არ ფიქრობდა. კიდევ ერთხელ გახსნეს თბილისის კარი და მალულად
შემოუძღვნენ ტანკებსა და საგანგებოდ გაწვრთნილ კაციჭამიებს, რომელთაც
ორლესული ნიჩბები ჩამოურიგეს და ხალხის უმოწყალოდ ჩეხვა უბრძანეს. ჩუმად,
შეუმჩნევლად მოუახლოვდნენ მომიტინგეებს. ხალხში „შავლეგოსა" და „სალაღობოს"
ტკბილი ჰანგები ისმოდა და უცებ ამ ჰანგებს სასოწარკვეთის, კივილის,
ყვირილის ხმები შეერია, შეერია და იმძლავრა… სიმღერა შეწყდა, ხალხი აირია,
დაიქსაქსა, აქეთ-იქით მიაწყდა, ზოგი სად შეეფარა, ზოგი – სად… რუსთაველზე
კი დარჩა დაჩეხილი ჭადრები და კიდევ… სისხლიანი გვამები…მტერმა იფიქრა, მოვერიეთო, ჩავაქრეთო ქართველთა მგზნებარე სურვილი
თავისუფლებისა, მოვკალითო, დავჩეხეთო სამშობლოსათვის აძგერებული გულები.
მოხდა კი პირიქით. საქართველო ერთად შეიკრა, ერთი გული აძგერდა ქვეყანაში,
ყველა ერთმანეთს ამოუდგა გვერდით. რუსთაველი ყვავილებმა დაფარა.
დაღუპულთათვის პატივის მისაგებად უამრავი ხალხი მოაწყდა ტიტებით ხელში.
თავისუფლებას შეეწირნენ და შემოაბიჯა კიდეც თავისუფლებამ. ორი წლისთავზე,
1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს პირველმა არჩეულმა მთავრობამ ეს დღე
დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა. მალე საქართველოს დამოუკიდებლობა
მრავალმა ქვეყანამ აღიარა და იქცა 9 აპრილი ზეიმის დღედ, დღედ
გამარჯვებისა, თავისუფლებისა.
Tuesday, March 4, 2014
8 მარტი
ახლოვდება ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე -8 მარტი, რომელიც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა დედის დღის შესაცვლელად, მაგრამ ეს არ მოხდა და დღეს ორივე დღესასწაული აღინიშნება. 8 მარტის დაარსების სხვა ვერსიებიც არსებობს: მაგ. ნათქვამია, რომ 8 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებში პროტესტესტის ნიშნად ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალები გაფიცვნენ 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტის მიზეზი ძალზე მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციის მიერ დარბეული იქნა. ორი წლის შემდეგ იმავე თვეს სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტები მოჰყვა. 1908 წლეს 15.000 ქალბატონი გამოვიდა ნიუ-იორკის ქუჩებში მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს კოპენჰაგენში ჩატარდა პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია სოციალისტ-ინტერნაციონალის მიერ.
Subscribe to:
Posts (Atom)