Tuesday, March 4, 2014

8 მარტი

  ახლოვდება  ქალთა  საერთაშორისო სოლიდარობის დღე -8 მარტი, რომელიც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა  დედის  დღის შესაცვლელად, მაგრამ  ეს არ მოხდა და დღეს ორივე დღესასწაული  აღინიშნება.    8 მარტის დაარსების სხვა ვერსიებიც არსებობს: მაგ. ნათქვამია, რომ 8 მარტს   ამერიკის შეერთებულ შტატებში  პროტესტესტის ნიშნად ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალები გაფიცვნენ 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტის მიზეზი ძალზე მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციის მიერ დარბეული იქნა. ორი წლის შემდეგ იმავე თვეს სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტები მოჰყვა. 1908 წლეს 15.000 ქალბატონი გამოვიდა ნიუ-იორკის ქუჩებში მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს კოპენჰაგენში ჩატარდა პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია სოციალისტ-ინტერნაციონალის მიერ.