Wednesday, April 23, 2014

ბრწყინვალე დღესასწაული აღდგომა

აღდგომა — უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტესმკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარებავნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ IV საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეისპირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას,
იუდეველთა პასექისდასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. ამიტომ განეკუთვნება აღდგომა მოძრავ დღესასწაულებს.


     ნაწამები იესო ქრისტე

                                                                           გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესსასწაულს!


Thursday, April 10, 2014

9 აპრილი



1989 წლის 9 აპრილი. რუსთაველზე, მთავრობის სახლის წინ თავისუფლებას,
თვითმყოფადობას მონატრებული უამრავი ადამიანი შეკრებილა. ლექსით, სიმღერითა
და ცეკვით ესახებოდათ სანუკვარი სამშობლოს განთავისუფლება. მაგრამ მტერი
ასე არ ფიქრობდა. კიდევ ერთხელ გახსნეს თბილისის კარი და მალულად
შემოუძღვნენ ტანკებსა და საგანგებოდ გაწვრთნილ კაციჭამიებს, რომელთაც
ორლესული ნიჩბები ჩამოურიგეს და ხალხის უმოწყალოდ ჩეხვა უბრძანეს. ჩუმად,
შეუმჩნევლად მოუახლოვდნენ მომიტინგეებს. ხალხში „შავლეგოსა" და „სალაღობოს"
ტკბილი ჰანგები ისმოდა და უცებ ამ ჰანგებს სასოწარკვეთის, კივილის,
ყვირილის ხმები შეერია, შეერია და იმძლავრა… სიმღერა შეწყდა, ხალხი აირია,
დაიქსაქსა, აქეთ-იქით მიაწყდა, ზოგი სად შეეფარა, ზოგი – სად… რუსთაველზე
კი დარჩა დაჩეხილი ჭადრები და კიდევ… სისხლიანი გვამები…მტერმა იფიქრა, მოვერიეთო, ჩავაქრეთო ქართველთა მგზნებარე სურვილი
თავისუფლებისა, მოვკალითო, დავჩეხეთო სამშობლოსათვის აძგერებული გულები.
მოხდა კი პირიქით. საქართველო ერთად შეიკრა, ერთი გული აძგერდა ქვეყანაში,
ყველა ერთმანეთს ამოუდგა გვერდით. რუსთაველი ყვავილებმა დაფარა.
დაღუპულთათვის პატივის მისაგებად უამრავი ხალხი მოაწყდა ტიტებით ხელში.



თავისუფლებას შეეწირნენ და შემოაბიჯა კიდეც თავისუფლებამ. ორი წლისთავზე,
1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს პირველმა არჩეულმა მთავრობამ ეს დღე
დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა. მალე საქართველოს დამოუკიდებლობა
მრავალმა ქვეყანამ აღიარა და იქცა 9 აპრილი ზეიმის დღედ, დღედ
გამარჯვებისა, თავისუფლებისა.